დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
ZVNDY
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

ახალგაზრდების დამოკიდებულება ევროინტეგრაციის პროცესისადმი, კვლევის ანგარიში 2015

ევროკომუნიკატორის სერიის I გამოცემაში წარმოდგენილია ევროინტეგრაციის პროცესისადმი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ახალგაზრდებს შორის საქრთველოს 13 ქალაქში ჩატარდა

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ევროინტეგრაციის პროცესისადმი ახალგაზრდების განწყობების შესწავლა, საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობის შეფასება და იმ ძირითადი საინფორმაციო წყაროების დადგენა, საიდანაც ისინი ევროინტეგრაციის საკითხებზე ინფორმაციას იღებენ.

კვლევის შედეგების საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება სახელმწიფო სტრუქტურებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს ევროპასთან დაახლოების პროცესის შესახებ ინფორმირების ეფექტიანი სტრატეგიის დაგეგმვაში.

პროექტის მიზანია ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ კომუნიკაციის ხელშეწყობა.

გამოცემის თარიღი: სექტემბერი, 2015
გამომცემელი: მედიის განვითარების ფონდი
კითხვარის შედგენა და კვლევის ანგარიში: ლელა ხომერიკი
საველე სამუშაოები და მონაცემთა დამუშავება: გამოყენებითი კვლევების კომპანია (ARC) 
რეკომენდაციები და რედაქტირება: თამარ კინწურაშვილი
ანგარიში მოამზადდა პროექტის „მითების მსხვრევა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მედიის განვითარების ფონდი (MDF) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.
ბმული: ახალგაზრდების დამოკიდებულება ევროინტეგრაციის პროცესისადმი, კვლევის ანგარიში, 2015