დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
NXZJY
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

როგორ გავაშუქოთ საზოგადოებრივი აზრის კვლევა?

წინამდებარე გზამკვლევი მომზადდა მედიის განვითრების ფონდის (MDF) მიერ ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის" ფარგლებში. გზამკვლევის მიზანია, დაეხმაროს მედია საშუალებებს საზოგადოებრივი აზრის კვლევები კანონმდებლობისა და პროფესიული სტანდარტების დაცვით გააშუქონ. ქართული კანონმდებლობისა და თვითრეგულირების პრაქტიკის გარდა, მასში მიმოხილულია ამერიკის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ნაციონალური საბჭოს (NCCP) სტანდარტებიც.
 
ბმულიროგორ გავაშუქოთ საზოგადოებრივი აზრის კვლევა?