დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
XWTMK
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

წინასაარჩევნო მედია გარემო, ანგარიში 2016

ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის - NED-ის მხარდაჭერით მედიის განვითარების ფონდი -MDF გამოსცემს პერიოდულ ანგარიშს, რომელიც მედიის თავისუფლების მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს.

წინამდებარე ანგარიში წინასაარჩევნო მედია გარემოს მხრივ 2016 წელს არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს.

ანგარიში ეყრდნობა დოკუმენტების ანალიზს, საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციას და მედიით გავრცელებულ ცნობებს.

ანგარიში შედგება 6 თავისგან: პირველ თავში განხილულია 2016 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები; მე-2 თავი ფინანსურ და ბიზნეს გარემოს მიმოიხილავს; მე-3 მედია საკუთრებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საქმეებს შეეხება, მე-4 თავში 2016 წელს მედიაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები და გადაცემების დახურვის შემთხვევებია განხილული; მე-5 ჟურნალისტთა უფლებების ხელყოფის ფაქტებს აღწერს; ბოლო მე-6 თავში კი არჩევნებთან დაკავშირებული საკითხებია მიმოხილული. 

გამოცემის თარიღიოქტომბერი, 2016

გამომცემელიმედიის განვითარების ფონდი

ავტორებიგელა ბოჩიკაშვილი, მარიამ პატარიძე

მკვლევარი: ერეკლე მაისურაძე

რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი

რეცენზენტინინო დანელია

ბმულიწინასაარჩევნო მედია გარემო, ანგარიში 2016

MDF-ის განცხადება კვლევასთან დაკავშირებით: მედიის განვითარების ფონდი პარტია "ქართული ოცნების” მიერ ფინანსური დეკლარაციის შევსების დროს დაშვებული სავარაუდო უზუსტობის გამო განცხადებას ავრცელებს