დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
DQBOJ
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

საჯარო ინფორმაციის ელექტრონული რესურსებისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის გზამკვლევი

ინფორმაცია ძალაუფლების წყაროა და ის ხალხს ეკუთვნის. სწორედ ამიტომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავი საქართველოს ყველა მოქალაქეს აძლევს უფლებას, გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია და აკონტროლოს ხელისუფლება. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი მედიას აკისრია, რომელმაც ვოჩდოგის ფუნქცია უნდა შეასრულოს და ხელი შეუწყოს ხელისუფლების გამჭვირვალობის უზრუნლველყოფას.
წინამდებარე გზამკვლევი განკუთვნილია ჟურნალისტებისთვის და მისი მიზანია დაეხმაროს მედიას ეფექტიანად გამოიყენოს ის ელექტრონული რესურსები, რომლებიც ელექტრონული მმართველობის ფორმატში შეიქმნა.
გზამკვლევი ასევე მოიცავს სასარგებლო რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენოთ მონაცემთა ვიზუალიზაციის სხვადასხვა ფორმატები აუდიტორიის უკეთ ინფორმირების მიზნით.
გზამკვლევი, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით მომზადდა, ორი ნაწილისგან შედგება: პირველი საჯარო ინფორმაციის ელექტრონული რესურსების გამოყენებას შეეხება, ხოლო მეორეში მონაცემთა ვიზუალიზაციის სხვადასხვა პროგრამებია მიმოხილული. 

გამოცემის თარიღი: ოქტომბერი, 2016
გამომცემელი: მედიის განვითარების ფონდი
ავტორები: გელა ბოჩიკაშვილი, ნინო დევიძე, მარიამ პატარიძე
რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი
ბმული: საჯარო ინფორმაციის ელექტრონული რესურსებისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის გზამკვლევი