აქტივობები
დონორები: საქართველოს გაეროს ასოციაცია და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
პროექტის საერთო ბიუჯეტი: $63, 620
MDF-ის ბიუჯეტი: $ 44, 250.
GDI-ის ქვეგრანტი: $19, 370
ვადები: 1.02.2014 -31.12.2014
მედიის განვითარების ფონდი, MDF და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს "ქართულ პოლიტიკასა და მედიაში ქსენოფობიასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა".
პროექტის მიზანია, სამოქალაქო სექტორის გაერთიანება ქსენოფობიასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლის იდეის ქვეშ და ერთიანი სამოქალაო პლატფორმის "არა ფობიას" ჩამოყალიბება. აღნიშნული ფორმატი ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ეფექტური მონიტორინგის განხორციელებას მედიაში და მედიის მიერ ამგვარი რიტორიკის გამოყენების თითოეულ ფაქტზე და მათზე რეაგირებას და მეორე მხრივ, საზოგადოებრივი აზრის სწორად ფორმირების ხელშეწყობას.
პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია, ხელი შევუწყოთ საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ გაერთიანებებს, შექმნან ან გააძლიერონ შიდაპარტიული მექანიზმები, რომელებიც უზრუნველყოფენ პოლიტიკურ საქმიანობაში ქსეონოფობიისა და დისკრიმინაციის ყოველგვარი გამოვლინების აღმოფხვრას.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ყოველკვირეული ბიულეტენის გამოცემას, რომელიც მონიტორინგის მიგნებებსა და კამპანიის "არა ფობიას" ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს ასახავს.