დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
FHTOB
გაგზავნა

აქტივობები

მედიაწიგნიერებით ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერება COVID-19-ზე დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად

დონორები: UNICEF, USAID

პროექტის ბიუჯეტი: 138,830 GEL

ვადები: აპრილი - სექტემბერი 2022


მედიის განვითარების ფონდი (MDF) გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და ამერიკის განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია პანდემიასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა ახალგაზრდების მედიაწიგიერების უნარებით აღჭურვის გზით.


პროექტის ფარგლებში, რომლის სლოგანია "ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით!” გათვალისწინებულია ახალგაზრდებისა და მასწავლებლებისთვის მედიაწიგნიერების ტრენინგების და სემინარების ჩატარება, რათა მათ COVID-19-ზე დეზინფორმაციის იდენტიფიცირება, გადამოწმება და მიღებული ცოდნის გავრცელება შეძლონ.


პროექტი ასევე ითვალისწინებს ვებინარებს ახალგაზრდებისა და მშობლებისთვის, რათა მოზარდებმა ახალ მედია ეკოსისტემაში უსაფრთხო ნავიგაცია შეძლონ და საზიანო ინფორმაციასთან ბრძოლაში მათი, როგორც მედიის მომხმარებლების, როლი გააცნობიერონ.


აქტიური მედიაწიგნიერების კამპანიის ფარგლებში, პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს, COVID-19-ზე გავრცელებულ საზიანო ინფორმაციას მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფაქტები დაუპირისპირონ და ინფოდემიასთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.




უკან