დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
IPMBE
გაგზავნა

აქტივობები

მედიაწიგნიერი სკოლები საზოგადოების მედეგობისთვის საქართველოში

დონორი: ნატოს სახალხო დიპლომატიის ოფისი

პროექტის ბიუჯეტი: 14010 ევრო (8000 NATO, 6010 MDF)

ვადები: აპრილი - დეკემბერი 2022


მედიის განვითარების ფონდი (MDF), ამერიკულ ორგანიზაცია The Critical Mass (TCM)-თან თანამშრომლობით და ნატოს სახალხო დიპლომატიის ოფისის თანადაფინანსებით, იწყებს პროექტს "მედიაწიგნიერი სკოლები საზოგადოების მედეგობისთვის საქართველოში". 

 

პროექტის მიზანია საჯარო სკოლებში კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობითა და მედიაწიგნიერების კომპეტენციების განვითარების გზით საზოგადოების მედეგობის გაძლერება. პროექტი ითვალისწინებს სკოლების შესაძლებლობების გაძლიერებას პედაგოგების ტრენინგებითა და მათი სასწავლო რესურსებით უზრუნვეყლყოფის გზით. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თბილისსა და საქართველოს 7 ქალაქში - თბილისი, ქუთაისი, ახალციხე, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, თელავი -  ტრენინგების ჩატარება. 

 

მედიაწიგნიერების მიმართულებით ახალი იდეების გენერირებისა და სკოლების სტიმულირების მიზნით პროექტის დასკვნით ეტაპზე გათვალისწინებულია კონკურსის გამართვა, რომელმაც ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა და ინოვაციური პროექტი უნდა გამოავლინოს. 


_____________________________________________

უკან