დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
AOSDL
გაგზავნა

აქტივობები

მედია-კვლევები - პროფესიონალური და ანგარიშვალდებული მედიის განვითარებისთვის

დონორი: ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო

პროექტის ბიუჯეტი: $34, 558

ვადები: 01.02. 2011 - 10.09.2014

მედიის განვითარების ფონდი ახორციელებს პროექტს "მედია-კვლევები_ პროფესიონალური და ანგარიშვალდებული მედიის განვითარებისთვის".

პროექტის მიზანია პროფესიონალური მედია-კრიტიკის სტიმულირება, მედიის ანალიტიკოსთა წრის გაფართოება და მედია- ანალიზის ხარისხის გაზრდა; ასევე, მედიის პრობლემატიკის განხილვის პროცესში საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფა და ამ გზით პროფესიული მედიის განვითარების ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მედიის თემაზე 30 მოკლევადიანი კვლევის განხორციელება და 30 კრიტიკული ესსეს შექმნა, მედია-კვლევების შედეგების ფართო საზოგადოებისთვის მიწოდება და მედია-ესსეების კრებულის გამოცემა 2013 წლის პრაქტიკის მიხედვით.

უკან