დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
LSGAA
გაგზავნა

აქტივობები

„ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში”

დონორები: „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო”, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, „სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის” პროგრამა.

 

პროექტის ბიუჯეტი: 35,660 ევრო

 

ვადები: ივლისი-დეკემბერი, 2022 


 

 

მედიის განვითარების ფონდი (MDF)  ორგანიზაციასთან „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო” და კვლევით – საკონსულტაციო ორგანიზაციასთან „სოციოსკოპი” (სომხეთი) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში”.  პროექტის ფინანსური მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, „სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის” პროგრამა. 

პროექტი, რომელსაც სამი პარტნიორი ორგანიზაცია ახორციელებს,  მიზანად  ისახავს,  მხარი დაუჭიროს კავკასიის რეგიონში სამოქალაქო  საზოგადოების  ბრძოლას  პლურალიზმისთვის, რაც გაეროს მდგარდი განვითარების მე-5 (Gender Equality) და მე-16 (Peace, Justice and Strong Institutions) პუნქტების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ამ მიზნის მისაღწევად პროექტი აძლიერებს თანამშრომლობას გენდერულ  თანასწორობაზე  მომუშავე  ორგანიზაციებსა  და  მედიას  შორის,  კავკასიის  რეგიონსა  და  გერმანიაში, რათა ისინი ერთობლივად დაუპირისპირდნენ ანტიგენდერულ დეზინფორმაციას და მოძებნონ მათი თავიდან აცილების გზები.

მედიის განვითარების ფონდი (MDF) პროექტის ფარგლებში აწარმოებს გენდერის გაშუქების მონიტორინგს საქართველოში, ტრადიციულ და სოციალურ მედიაში, ანტიგენდერული ნარატივების გამოსავლენად, და გამოაქვეყნებს კვლევის ანგარიშს; ჩაატარებს ტრენინგს ჟურნალისტებისთვის გენდერულად მგრძნობიარე მედია გაშუქებასა და ფაქტების გადამოწმებში; მონიტორინგის მიგნებების გამოყენებით მოამზადებს ეთიკური გაშუქების გზამკვლევს ჟურნალისტებისთვის; და დაამზადებს და გაავრცელებს საინფორმაციო ვიდეორგოლებს გენდერის საკითხების ეთიკურად გაშუქების სტანდარტების შესახებ.

 

უკან