დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
DTFDF
გაგზავნა

აქტივობები

პროგრამა “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია”

პარტნიორი: საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)

დონორი: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

ბიუჯეტი: $ 390,454

ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი, 2022 – 28 თებერვალი, 2027



მედიის განვითარების ფონდი (MDF), საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) თანამშრომლობითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, მონაწილეობს პროგრამის "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” იმპლემენტაციაში. 


მედიის განვითარების ფონდი ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში არსებული უმცირესობებთან დაკავშირებული ნარატივებისა და უმცირესობების ენაზე მომუშავე მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული გზავნილების რეგულარულ მონიტორინგს განახორციელებს, რომელზე დაყრდნობითაც MDF ყოველთვიურ ბიულეტინს გამოუშვებს, რომელიც მთავარ ტრენდებსა და ტენდენციებს გააერთიანებს. MDF ასევე შექმნის შემაჯამებელ ყოველწლიურ ანგარიშს, რომელიც მედია მონიტორინგის მიერ შეგროვებულ რაოდენობრივ და თვისებრივ მონაცემებს გააერთიანებს და დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის გზავნილებს, სამიზნე ჯგუფებსა და წყაროებს გამოიკვლევს.  


ქართულენოვანი მედიის მონიტორინგთან ერთად, MDF ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი უმცირესობებისთვის ხელმისაწვდომ საგარეო საინფორმაციო არხებსაც გააანალიზებს. ქართულ მეინსტრიმულ და სოციალურ მედიასთან ერთად, MDF დაფარავს სომხურ, აზერბაიჯანულ და თურქულ მედიასაშუალებებს, რათა რეგიონთან, დასავლეთთან, ინტერ- კულტურულ და რელიგიურ თემებთან დაკავშირებული მთავარი გზავნლების იდენტიფიცირება შეძლოს. მონიტორინგის შედეგებს MDF ბიულეტინში ასახავს და გამოლენილ ტრენდებსა და ტენდენციებს საბოლოო წლიურ ანგარიშში მოუყრის თავს.


პროექტის ფარგლებში, მედიის განვითარების ფონდი, ყოველწლიურად, მედიაწიგნიერების გაძლიერების მიზნით,  მედია, ინფორმაციული და ციფრული წიგნიერების 8 ტრენინგს ჩაატარებს, რათა სამიზნე რეგიონებში ე.წ. "ციფრული ელჩების” ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი, რომლებიც ინფორმაციული ჰიგიენისა და სამოქალაქო ჩართულობის კამპანიებს ჩაატარებენ და უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისა და ქართული საინფორმაციო სივრცის ერთამანეთთან უფრო მჭიდროდ დაკავშირების საკითხში საკვანძო რგოლების ფუნქციას შეასრულებენ. 


მედიის განვითარების ფონდი, ინკლუზიური გაშუქების კულტურის ხელშეწყობის მიზნით, ყოველწლიურ კონკურსსაც ჩაატარებს, რომელში მონაწილეობა სომეხ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებსაც შეეძლებათ. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს, მათ შორის სომეხი და აზერბაიჯანი ჟურნალისტების მიერ ერთობლივად შექმნილი კონტენტის კატეგორიაში, სპეციალური ჟიური გამოალენს და დააჯილდოებს. 


 
უკან