დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
NRSFY
გაგზავნა

აქტივობები

ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის-ConMeCo

დონორი: ევროკავშირი


თანადაფინანსება: გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ)


პარტნიორები: DW Akademie (DWA); მედიის განვითარების ფონდი (MDF); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)


MDF-ის ბიუჯეტი: € 166,540


ხანგრძლივობა:1 მარტი, 2023 - 1 სექტემბერი, 2025


პროექტი, რომელსაც დოიჩე ველე აკადემია (DWA) მედიის განვითარების ფონდთან (MDF) და ადამიანის უფლებათა ცენტრთან (HRC) თანამშრომლობით ახორციელებს, მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობას მედიის თავისუფლების, მედია და ინფორმაციული წიგნიერებისა და დეზინფორმაციის მავნე გავლენის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების გზით.


ConMeCo-ის ფარგლებში მედია მფლობელობისა და მედია სექტორის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ გათვალისწინებული კვლევითი აქტივობები MDF-ის www.mediameter.ge პროექტის გამოცდილებას ეფუძნება. ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) სამართლებრივ გუნდებსა და MDF-ის ექსპერტებს შორის თანამშრომლობით პლატფორმა განახლდება და კვლევებისა და ინფორმაციის გავრცელებას შეუწყობს ხელს.


პროექტის ფარგლებში, MDF მიზნად ისახავს, მედიაწიგნიერების სიღრმისეული ტრენინგებითა და ჰაკათონებზე ინოვაციური იდეების მხარდაჭერით, მედია მომხმარებლების მედეგობის გაძლიერებას შეუწყოს ხელი.


პროექტის ფარგლებში მედიის განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით მედიაწიგნიერების 20 ტრენინგს ჩაატარებს. მონაწილეები ჩართული იქნებიან ისეთ პრაქტიკულ აქტივობებში, რომლებიც ინფორმაციისა და ვიზუალური მანიპულაციის გადამოწმების, წყაროების გამჭვირვალობის მოკვლევისა და ზოგადად, ხარისხიანი მედია შინაარსის მანიპულაციურისგან გარჩევის უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.


დამატებით, MDF ახალგაზრდა აქტივისტებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მედიის თვითრეგულირების სიმულაციურ როლურ თამაშებში ჩართავს. MDF ჩაატარებს 20 იმიტირებულ პროცესს, რომელიც ახალგაზრდა აქტივისტებს სხვადასხვა ეთიკურ საკითხებზე მედიის თვითრეგულირების ორგანოში საჩივრების ინიცირებასა და პროფესიული დილემების მრავალი პერსპექტივიდან გააზრებაში დაეხმარება. ეს აქტივობა მიზნად ისახავს, წაახალისოს მოქალაქეები, აქტიური როლი შეასრულონ პასუხისმგებლიანი მედია გარემოს ჩამოყალიბებაში.


პროექტის ფარგლებში MDF ასევე ჩაატარებს 2 ჰაკათონს, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის დიზაინერები, IT ექსპერტები, ფაქტების გადამმოწმებლები და ჟურნალისტები, ახალი იდეების გენერირებისა და მავნე შინაარსის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდებიან. ყოველი ჰაკათონის ბოლოს საუკეთესო პროექტების ავტორები შემდგომი განხორციელების მიზნით ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ.


________________________________________________________________

პროექტი, ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის (ConMeCo), ხორციელდება დოიჩე ველე აკადემიის მიერ მედიის განვითარების ფონდთან და ადამიანის უფლებათა ცენტრთან თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და  გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით.  

 

უკან