დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
HKXLW
გაგზავნა

აქტივობები

ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე: DemDocs ახალგაზრდებისთვის

დონორი: The New Democracy Fund (NDF)

ბიუჯეტი: 65 101 ევრო 

ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი 2023 - 31 ოქტომბერი 2024


"მედიის განვითარების ფონდი” (MDF) დანიურ ორგანიზაციასთან  "The WHY Foundation” (TWF) პარტნიორობით ახორციელებს პროექტს: "ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე: DemDocs ახალგაზრდებისთვის. პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდების ჩართულობას ქვეყნის დემოკრატიულ, სოციალურ-ეკონომიკურ და მდგრადი განვითარების პროცესებში. 

  

დემოკრატიის პროგრამა, რომელიც თბილისსა და საქართველოს 5 ქალაქში/დაბაში (ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდში, ხულოში, ყვარელში) ხორციელდება, 15-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი.


პროგრამის ფარგლებში ნაჩვენები იქნება The Why Foundation-ის მიერ მოწოდებული და ქართულად გახმოვანებული დოკუმენტური ფილმები, რის შემდეგაც მოწვეულ სპიკერებთან ერთად, გაიმართება დისკუსიები. თითოეულ  რეგიონში ჩატარდება ორი ჩვენება-დისკუსია. პროექტი ასავე ითვალისწინებს ამბის თხობის მედია ლაბორატორიის შექმნას, რომლის მონაწილეები ისწავლიან მულტიმედია პლატფორმების გამოყენებით დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების თემებზე მედია პროდუქტის მომზადების ინსტრუმენტებს. პროექტის მონაწილეები გაეცნობიან: წერის სტრუქტურას, ამბის თხრობის ვიზუალურ ხერხებსა და პლატფორმებს, მობილური ჟურნალისტიკის საფუძვლებს. მედია ლაბორატორიაში დაგეგმავენ და მოამზადებენ ნაშრომებს, რომელთა პრეზენტაციაც პროგრამის დასრულების შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოხდება. 


პროექტის ფინალურ ეტაპზე გაიმართება კონკურსი "ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე”, რომელიც საუკეთესო მულტიმედია ნაშრომების (დემოკრატიის ან ადამიანის უფლებების თემაზე) ავტორებს გამოავლენს. 3 გამარჯვებული თბილისში გამართულ ფინალურ ღონისძიებაზე სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდება.


უკან