დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
NDQPB
გაგზავნა

აქტივობები

აღმოსავლეთ ევროპის, ევრაზიისა და ლათინური ამერიკის ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერება კერძო შეტყობინებების აპლიკაციებში რეგიონთაშორის და გლობალურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

დონორი: Fundación Maldita.es

ბიუჯეტი: 25 000 აშშ დოლარი 

ხანგრძლივობა: ოქტომბერი 2023 - დეკემბერი 2024

პარტნიორები: StopFake (უკრაინა), DELFI Melo Detektorius (ლიეტუვა), Chequeado (არგენტინა), Animal Político (მექსიკა), La Silla Vacía (კოლუმბია), Es Paja (ვენესუელა)


"მედიის განვითარების ფონდი” (MDF) ესპანურ ორგანიზაციასთან Maldita.es პარტნიორობით ახორციელებს პროექტს "აღმოსავლეთ ევროპის, ევრაზიისა და ლათინური ამერიკის ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერება კერძო შეტყობინებების აპლიკაციებში რეგიონთაშორის და გლობალურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად.” ინიციატივა შვიდ ორგანიზაციას აერთიანებს: პროექტში სამი ევროპული (საქართველო, უკრაინა და ლიეტუვა) და ოთხი ლათინური ამერიკის (არგენტინა, ვენესუელა, კოლუმბია და მექსიკა) ფაქტების გადამოწმების პლატფორმაა ჩართული.  


ერთობლივი პროექტი მიზნად ისახავს შეტყობინებების აპლიკაციებში ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაუმჯობესებას, დეზინფორმაციის აღმოჩენის, ანალიზისა და კლასიფიკაციის მიზნით. ამავდროულად, პროექტი ხელს უწყობს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებული იდენტური დეზინფორმაციული კამპანიების იდენტიფიცირების და ანალიზის, ასევე მათი ევოლუციისაა და ტრანსფორმაციის კვლევის მიმართულებით.


მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით მედიის განვითარების ფონდი, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, გამოაქვეყნებს კვლევების სერიას. ასეთი თანამშრომლობა  დეზინფორმაციასთან ეფექტიანი ბრძოლის სტრატეგიის განვითარებას შეუწყობს ხელს. 

უკან