დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
TKSKR
გაგზავნა

აქტივობები

საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია (SEO) მითების დეტექტორისთვის

დონორი: ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი (IFCN)  (პოინტერის ინსტიტუტი)

ბიუჯეტი: 24,996.00 USD
ხანგრძლივობა: აგვისტო 1, 2023 - ივლისი 31, 2024


ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (IFCN) მხარდაჭერით, მედიის განვითარების ფონდი (MDF) შეიმუშავებს და გააძლიერებს საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის (SEO) სტრატეგიებს ფაქტების გადამოწმების პლატფორმა "მითების დეტექტორისთვის". 

www.mythdetector.ge -ს SEO-ს ყოვლისმომცველი აუდიტის, ტექნიკური  გაუმჯობესებების უზრუნველყოფითა და მომხმარებლის გამოცდილების (UX) გაუმჯობესებით, MDF მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს "მითების დეტექტორის” ხილვადობა საძიებო სისტემებში და გაზარდოს ორგანული ტრაფიკი.
უკან