დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
THOSP
გაგზავნა

აქტივობები

ELECTIONS 24 CHECK მონაცემთა ბაზა

დონორი: European Fact-Checking Standards Network (EFCSN), Google News Initiative-ის მხარდაჭერით


ბიუჯეტი: 20 700 €


ხანგრძლივობა: 5 დეკემბერი 2023 - 31 ივლისი 2024


ევროპის მასშტაბით მოქმედ 40-ზე მეტ ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციის კოალიციასთან ერთად, "მითების დეტექტორი” მონაწილეობს Google-ის მიერ მხარდაჭერილ პროექტში, რომელიც 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებისთვის ფაქტების გადამოწმების ყოვლისმომცველ მონაცემთა ბაზის შექმნას გულისხმობს. 


პროექტის Elections24Check ფარგლებში შეიქმნება ღია მონაცემთა ბაზა, რომლის ანალოგიც აქამდე არ შექმნილა და რომელიც გააერთიანებს პოლიტიკასთან დაკავშირებულ გადამოწმებულ ფაქტებს, გავრცელებული დეზინფორმაციის ანალიზს, ანალიტიკურ სტატიებს და ნარატიულ ანგარიშებს კონტინენტთაშორისი იმ ტენდენციების შესახებ, რომლებიც 40+ ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციის კოალიციის მიერ აღირიცხა.


პროექტში მონაწილე ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები ასევე გამოაქვეყნებენ ანგარიშებს, რომლებიც მონაცემების ანალიზს მოიცავს.


მონაცემთა ბაზა ხელმისაწვდომია აქ:  https://elections24.efcsn.com/.


უკან