დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
JUAET
გაგზავნა

აქტივობები

მე და ევროპა

დონორი: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
ბიუჯეტი: 59 995 ევრო
ხანგრძლივობა: 20 დეკემბერი, 2023 – 6 მარტი, 2024
პარტნიორი: Maldita.es

მედიის განვითარების ფონდი (MDF), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს 8 რეგიონში, მართავს დოკუმენტური ფილმის „მე და ევროპა" ჩვენებებისა და დისკუსიების ციკლს. გიორგი ქველიძის დოკუმენტური ფილმი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა, საქართველოს 4 რეგიონში: კახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და იმერეთში გადაღებულ ოთხ ამბავს აერთიანებს და ევროპასთან საქართველოს საერთო ღირებულებებზე – მრავალფეროვნებაზე, თანასწორობაზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე მოგვითხრობს. კინოჩვენებების და დისკუსიების შემდგომ, პროექტის ფარგლებში, მედიის განვითარების ფონდს დაგეგმილი აქვს 4 დღიანი საზაფხულო ბანაკის ჩატარება, სადაც მონაწილეები ესპანური და ქართული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების - "მალდიტასა” და "მითების დეტექტორის” ერთობლივ, ინტენსიურ მედია და ინფორმაციული წიგნიერების ტრენინგს გაივლიან და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურის და მათი ფლაგმანური პროექტის EUvsDisinformation-ის გამოცდილებასაც გაეცნობიან.
უკან