დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
DRBAG
გაგზავნა

აქტივობები

აღმოსავლეთ სამეზობლოში დეზინფორმაციასთან ბრძოლა

დონორი: BBC Media Action, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი 

ბიუჯეტი: 41,310 GBP

ხანგრძლივობა: 18 მარტი, 2024 – 17 მარტი, 2025


BBC Media Action და the Thomson Reuters Foundation  ახორციელებენ 3 წლიან რეგიონულ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვასა და სომხეთში აუდიოტორიისთვის მაღალი ხარისხის, ზუსტი, მიუკერძოებელი და მიმზიდველი მედია შინაარსის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. პროგრამის ფარგლებში მომზადებული მედია შინაარსი დეზინფორმაციასთან ბრძოლას, დისკუსიის ხელშეწყობას, კორუფციის მხილებას და დემოკრატიის, ინკლუზიისა და ანგარიშვალდებულების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. 

პროგრამას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი აფინანსებს.

უკან