დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
AWIIK
გაგზავნა

აქტივობები

განაიარაღე დეზინფორმაცია

დონორი: სკრიპს ჰოვარდის ფონდი, ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრი (ICFJ)

ბიუჯეტი: 4000 აშშ დოლარი

ხანგრძლივობა: 7 ივლისი, 2023 - 30 ივნისი, 2024 


პროექტი "განაიარაღე დეზინფორმაცია" დეზინფორმაციული აქტორებისა და ქსელების წინააღმდეგ საზოგადოებრივი და ინსტიტუციური მედეგობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.


პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენერთა  ტრენინგები  (TOT), რომელსაც  MediaWise სხვადასხვა კონტინენტზეპარტნიორ ორგანიზაციებთან, მათ შორსი მედიის განვითარების ფონდთან ერთად მართავს. ეს ორგანიზაციებია: მედიის განვითარების ფონდი (ევროპა), Africa Check (აფრიკა), FactCrescendo (აზია), Fatabyyano (MENA). 


პარტნიორი ორგანიზაციები რეგიონების მიხედვით მონაწილეთა შერჩევას, მათ დატრენინგებას და მედიაწიგნიერების ტრენინგების დაგეგმვასა და ჩატარებაში დახმარებას უზრუნველყოფენ.


პროექტს "განაიარაღე დეზინფორმაცია” ICFJ სკრიპს ჰოვარდის ფონდის დაფინანსებით ახორციელებს. სამწლიანი პროექტი ჟურნალისტებსა და ჟურნალისტიკის სტუდენტებს დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად ამზადებს.

უკან