აქტივობები
დონორები: გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია ( UNESCO) და საქართველოს იუნესკოს ეროვნული კომისია
პროექტის ბიუჯეტი: $ 15, 000
ვადები: 04.06.2013-31.12.2013
გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის UNESCO-სა და საქართველოს იუნესკოს ეროვნული კომისიის მხარდაჭერით, მედიის განვითარების ფონდი- MDF ახორციელებს პროექტს "ქალები წარსულიდან- მაგალითი მომავლისთვის".
პროექტის მიზანია სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე ქალთა შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირება და მათი საქმიანობის პოპულარიზაცია; ისტორიულ მაგალითების საფუძველზე, გენდერული თანასწორობის ღირებულების დამკვიდრება.
ამ თვალსაზრისით ღირებული წყარო XIX-XX საუკუნის ქართული მედიაა. კვლევის ფარგლებში საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს, რას წერდნენ ქართული გაზეთები ქალებზე, ასევე საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ უნიკალურ ჩანაწერებს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ისტორიული კვლევის ამსახველი კრებულის "ქალები წარსულიდან", ასევე ჟურნალისტების დასტუდენტების დამხმარე ბროშურის "გენდერმედიატორის"გამოცემა და ვებ-პორტალის www.gendermediator.ge-ს შექმნა.
პროექტი საქართველოს ეროვნულ არქივთან პარტნიორობით ხორციელდება.