აქტივობები
დონორი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI)
პროექტის
ბიუჯეტი: $78
870
ვადები:1ივლისი 2015 – 30 აპრილი
2016
მედიის განვითარების ფონდი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში ახორცილებს პროექტს „მითების მსხვრევა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება".
პროექტის მიზანია ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ კომუნიკაციის ხელშეწყობა, როგორც საქართველოს მთავრობის კომუნიკაციის სტრატეგიის შეფასებისა და ანალიზის გზით, ასევე მედიაში გამოვლენილ მცდარ ინფორმაციაზე კვალიფიციური კვლევების მომზადებისა და გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ პრობლემატურ საკითხებზე საჯარო დისკუსიების ორგანიზების გზით.
პროექტი საქართველოს სხვა რეგიონებთან ერთად ფოკუსირებული იქნება უმცირესობით კომპაქტურად დასახელბულ რეგიონებზე. ინტეგრაციის პროცესის შესახებ მათი კვალიფიციური ინფორმირების მიზნით, მომზადდება ვებ-პორტალის - www. eurocommunicator.ge-ის სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი გვერდები. ასევე გაგრძელდება „მითების დეტექტორის" მომზადება, რაცმედია მონიტორინგის შედეგებს დაეფუძნება და ხელმისაწვდომი იქნება ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე.
კვლევითი კომპონენტი ასევე მოიცავს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ მოქალაქეთა გამოკითხვას და კვლევის მთავრი მიგნებების საფუძველზე აქტუალურ თემებზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში მრგვალი მაგიდების ორგანიზებას.
მთავრობის კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა გამოკითხვას, მედია მონიტორინგის შედეგების ანალიზს და რეკომენდაციების შემუშავებას გულისხმობს.