აქტივობები
დონორი: ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის - NED
პროექტის ბიუჯეტი: $39 000
ვადები: 1 ოქტომბერი, 2015 -1 ოქტომბერი, 2016
ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის - NED-ის მხარდაჭერით მედიის განვითარების ფონდი -MDF ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობის გაძლიერება და ჟურნალსტთა პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესება. პროექტი ითვალისწინებს მედია შინაარსის მონიტორინგსა და მედიის მარეგულირებელი გარემოს შესახებ ანგარიშების მომზადებას. პერიოდული ანგარიშების ფორმატში გაანალიზებული იქნება ის ფინანსური და მარეგულირებელი გარემო, რომელიც მედია შინაარსზე ახდენს გავლენას.
გარდა მედიის შინაარსობრივი მონიტორინგისა, MDF შეისწავლის მედია საშუალებების საკუთრებისა და გამჭვირვალეობის საკითხებს და მარეგულირებელი კანონმდებლობის ეფექტიანობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საკუთრებასთან და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სასამართლო საქმეების, ასევე მთავრობის ადამიანის უფლებათა 2014-2020 წლის ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის გამოხატვის თავისუფლების თავის შესრულების, ასევე მაუწყებლობის შესახებ კანონის შესრულების მონიტორინგი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.