დონორი: ინტერნიუსი (Internews Network)
ბიუჯეტი: 29,860 $
ხანგრძლივობა: 1 მაისი, 2021 - 1 მარტი, 2022
პროექტი ითვალისწინებს აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე არსებული რეგიონული მედიის, ასევე რუსულენოვანი რეგიონალური მედიის მონიტორინგს კონფლიქტების, სამშვიდობო ინიციატივებისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
მონიტორინგი ხორციელდება ფეისბუკის მონიტორინგის ინსტრუმენტის Crowdtangle-ის მეშვეობით და მიზნად ისახავს აღნიშნულ თემაზე პროფესიული გაშუქების ხარისხის შესწავლას, დეზინფორმაციისა და მთავარი გზავნილების გამოვლენას.
მონიტორინგის საფუძველზე მომზადდება ანგარიში, რომელიც გამოვლენილ ტენდენციებს გაანალიზებს და დაინტერესებული მხარეებისთვის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.