დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
GEDKJ
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 21 თებ 2014

პრეზენტაცია საჯარო ბიბლიოთეკაში

მედიის განვითარების ფონდმა -MDF 21 თებერვალს, საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ალმანახის ‘'ქალები წარსულიდან" და ვებ-გვერდის გენდერმედიატორის პრეზენტაცია გამართა.

 

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციისUNESCO-სა და საქართველოს იუნესკოს ეროვნული კომისიის მხარდაჭერით, მედიის განვითარების ფონდმა - MDF პროექტის "ქალები წარსულიდან - მაგალითი მომავლისთვის" ფარგლებში ჩაატარა ისტორიული კკვლევა, თუ როგორ აშუქებდა XIX-XX საუკუნის ქართული მედია ქალთა საკითხებს.

 

ალმანახში "ქალები წარსულიდან" შესულია 39 ქალის ისტორია და ის, თუ როგორ აშუქებდა ქართული მედია მათ აქტივობებს, ასევე თავად საზოგადო მოღვაწეთა პუბლიცისტური წერილების ფრაგმენტები. მათ შორის არიან: კატო მიქელაძე, ეკატერინე გაბაშვილი, ნატალია აზიანი, თეკლე ბატონიშვილი, მარიამ გარიყული, მარიამ დადიანი-ანჩაბაძე, ბარბარე ჯორჯაძე, მარიამ ივანიშვილი-დემურია, მარო მაყაშვილი, პელაგია ნაცვლიშვილი, ეკატერინე ნიკოლაძე, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ელეონორა ტერ-ფარსაგოვა-მახვილაძე, ბარბარე ყიფიანი, ნინუცა ყიფიანი, ჩიტო შარაშიძე და სხვები. გარდა ამისა, გამოცემაში შესულია იმ ევროპელ ქალთა ისტორიებიც, რომელთა მოღვაწეობაში საქართველოს გარკვეული ადგილი ეკავა: კარლა სერენა, მარჯორი უორდროპი, სოფი მენტერი, ეთელ ანაკინი ("მანჩესტერ გარდიანის" პუბლიკაცია ეთელ ანაკინის საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით).

 

გამოცემას თან ერთვის აუდიო დისკი, რომელზეც საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული 16 ქალის აუდიო ჩანაწერია თავმოყრილი: მსახიობები - ცაცა ამირეჯიბი, ვერიკო ანჯაფარიძე, ლია ელიავა, ნატო ვაჩნაძე, გოგუცა კუპრაშვილი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, თამარ წულუკიძე, ცეცილია წუწუნავა, თამარ ჭავჭავაძე; პოეტები - მარიჯანი, ანა კალანდაძე, ბელა ახმადულინა; კომპოზიტორი - ვარინკა წერეთელი; მხატვარი - ელენე ახვლედიანი; ენათმეციერი - ქეთევან ლომთათიძე, მთამსვლელი - ალექსანდრა ჯაფარიძე.

 

კვლევის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე:www.gendermediator.ge.

 

პროექტის ფარგლებში ასევე გამოიცა გზამკვლევი ჟურნალისტებისთვის "გენდერმედიატორი", რომელიც დაეხმარება მოქმედ და მოვალ ჟურნალისტებს გენდერთან დაკავშირებული საკითხები პროფესიული სტანდარტების დაცვით გააშუქონ.

უკან