თარიღი: 19 ივლ 2013
„სიძულვილის ენა მედიაში“ - დისკუსია თსუ-ში
18 ივლისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა დისკუსია „სიძულვილის ენა მედიაში". დისკუსიაზე არასამთავრობო ორგანიზაციამ „მედიის განვითარების ფონდი" წარმოადგინა ქართული მედიის მონიტორინგის ანგარიში. მონიტორინგი განხორციელებულია 2013 წლის 15 აპრილიდან. მონიტორინგი 6 გაზეთის (ასავალ-დასავალი, რეზონანსი, 24 საათი, ქრონიკა, ალია, კვირის პალიტრა); 6 ტელევიზიის (საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი; რუსთავი 2; კავკასია, მაესტრო და მე-9 არხი) დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებებისა და თოქ-შოუების, ასევე მედია-კავშირ "ობიექტივის” საღამოს თოქ-შოუს დაკვირვებას ითვალისწინებს.
მონიტორინგი ხორციელდება პროექტის „სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული გამოხატვის მონიტორინგი მედიაში" ფარგლებში. პროექტი მიდინარეობს საქართველოს გაეროს ასოციაციისა და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით პროექტ "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში;
დისკუსიას დაესწრნენ თსუ-ს სტუდენტები და ახალგაზრდა ჟურნალისტები. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა 17 მაისისა და სამთაწყაროს მოვლენების გაშუქებასა და დარღვევების შესაძლო პრევენციაზე.
უკან