დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
XSKFS
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 06 ივლ 2012

გარემოსდაცვითი საკითხების გაშუქება მედიაში

ქართული მედია გარემოსდაცვითი საკითხებით / პრობლემებით იშვიათად ინტერესდება და ამ დაინტერესებას უფრო კამპანიური ხასიათი აქვს. - ასეთი დასკვნა გამოიკვეთა ქართულ მედიაზე განხორციელებული მედია-მონიტორინგის შედეგად.

"მედიის განვითარების ფონდი” დღეს წარმოგიდგენთ მონიტორინგის შედეგებს თემაზე: გარემოსდაცვითი თემების გაშუქება ქართულ მედიაში. კვლევა მოიცავს 2012 წლის 12 მარტიდან 12 აპრილამდე პერიოდში გამოქვეყნებული საგაზეთო სტატიებისა და ტელესიუჟეტების ანალიზს ეკოლოგიის თემატიკაზე. ანგარიში მომზადებულია პროექტის "მედია–მონიტორინგი - პროფესიონალური მედიის განვითარებისთვის” ფარგლებში (ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს” მხარდაჭერით) მკვლევარის თინათინ იზორიას მიერ. მედიამონიტორინგი ეყრდნობა გაზეთებში - "რეზონანსში”, "24 საათსა” და "კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს; ასევე სატელევიზიო არხების - „საზოგადოებრივი მაუწყებლის", „იმედის", „კავკასიის", „მაესტროსა" და „რუსთავი 2-ის" ეთერით გასულ სიუჟეტებს.

დეტალები იხილეთ თანდართულ ფაილში.


გარემოსდაცვითი საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში
უკან