ქცევის კოდექსი
"მედიის განვითარების ფონდი”აქვეყნებს ექსპერტის - ეკა აღდგომელაშვილის მიერ ჩატარებული მედია-მონიტორინგის შედეგებს თემაზე -"სექსუალურ ორიენტაციასთან/გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება მედიაში”.მონიტორინგი ჩატარდა 01.11.11–10.12.11 პერიოდში პრესაში. ეს ამ თემაზე მომზადებული მეორე ანგარიშია პროექტის"მედია მონიტორინგი-პროფესიონალური და ანგარიშვალდებული მედიის განვითარებისთვის”ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ფონდი"ღია საზოგადოება-საქართველო”. განმეორებითმა მონიტორინგმა საინტერესო შედეგები და დინამიკა აჩვენა:
·საკითხის გაშუქების თვალსაზრისით, წინა საკვლევ პერიოდთან შედარებით (მაისი, 2011), ნეგატიურ შინაარსის სტატიების რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო ნეიტრალური და პოზიტიური შეფასებების ზრდის ხარჯზე (იხ. ნახ. #2).
·გაიზარდა ჰომო/ბი/ტრანსფობიისა და დისკრიმინაციული პოლიტიკით ჟურნალისტთა დაინტერესება (25%) რაც აისახა კიდევაც შეფასებათა საერთო სურათსა და საკითხის გაშუქების კონტექსტზე.
·იმ ინფორმაციებში, რომლებიც შინაარსობრივად არც ადრე იყო ნეგატიური, ამჯერად ნაკლებად იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა „ცისფერი", „არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია" და სხვ.
·აღსანიშნავია, რომ წინა პერიოდთან შედარებით, ნეიტრალურ შეფასებებში იმატა იმ სტატიების ხვედრითმა წილმა, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს (55%).
·ჟურნალისტებიცა და რესპოდენტებიც ნაკლებ აგრესიულები არიან როცა საუბარი ლგბტ ჯგუფის კონკრეტულ წარმომადგენლებს ეხება. ნეგატიურ შეფასებები ძირითადად ჰომოორიენტაციზე, ზოგადად ჯგუფის წარმომადგენლებსა და მათი უფლებების დამცველებზე, „პროპაგანდისტებზე" საუბრისას იჩენს თავს.
·მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური ინსტიტუტის/ორგანიზაციების წარმომადგენლები ადრესატთა ყველაზე მცირერიცხოვან ჯგუფს შეადგენენ (6%), ნეგატიური, შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამოყენების სიხშირის თვალსაზრისით, სწორედ ეს ჯგუფი შეადგენს უმრავლესობას (61%).
·წინა საკვლევ პერიოდთან შედარებით ლგბტ ჯგუფის წარმომადგენლები უფრო ხშირად არიან რესპოდენტების როლში (9%).
დეტალური ანგარიში იხილეთ თანდართულ ფაილში.
სექსუალურ ორიენტაციასთან/გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება მედიაში (ანგარიში N2)