დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
JQTYP
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 26 იან 2012

თავდაცვისა და სამხედრო საკითხების გაშუქება მედიაში

„მედიის განვითარების ფონდის" პროექტის „მედია მონიტორინგი - პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული მედიის განვითარებისთვის" ფარგლებში ექსპერტმა გიორგი ცხვიტავამ 2011 წ. 28 მარტი – 28 აპრილის განმავლობაში განახორციელა მედია მონიტორინგი - თავდაცვისა და სამხედრო საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში.
ერთი თვის დაკვირვების შედეგად (მართალია 1 თვე საკმარისი არ არის, რადგან ვითარებას დინამიკაში ვერ ვხედავთ) გამოჩნდა, რომ მედია ან განზრახ არიდებს თავს თავდაცვისა და უსაფრთხოების თემატიკას, ან რეპორტიორების კვალიფიკაცია არ არის შესაბამისი.

მასალებში აშკარად შეიმჩნევა ინფორმაციის და წყაროების სიმცირე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა: სატელევიზიო არხებზე ერთთვიანი დაკვირვების შედეგად ასევე გამოიკვეთა, რომ ნაციონალურ არხებზე გასული რეპორტაჟების უმრავლესობა ან მოძვენებულია, ან ცალმხრივია.

კრიტიკული სტატიები და რეპორტაჟები ამ ერთი თვის მანძილზე არც ტელევიზიებში და ფაქტიურად არც ბეჭდურ მედიაში (კვირის პალიტრისა და რამდენიმე სტატიის გამოკლებით) არ შეგვხვედრია.

დეტალური ანგარიში იხილეთ თანდართულ ფაილში.

თავდაცვისა და სამხედრო საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში

უკან