ქცევის კოდექსი
19 სექტემბერს, მედიის განვითარების ფონდის -MDF-ის,ილიას
უნივერსიტეტის და გაეროს ასოციაციის ორგანიზებით საერთაშორისო სემინარი "მედია
ეთიკის საერთაშორისო დღე - IMED 2014" გაიმართება.
საქართველო წელს პირველად უერთდება ამ საერთაშორისო
ფორმატს, რომელიც ბრიტანული ორგანიზაცია
"საერთაშორისო მედია ეთიკის ცენტრი -
CIME"-ს ინიციატივით მსოფლიოში 2011 წლიდან აღინიშნება.
IMED 2014-ის მთავარი ფოკუსი ციფრული მედია ეთიკა და
კიბერ უსაფრთხოებაა.
საერთაშორისო სემინარის ფარგლებში გაიმართება იმიტირებული
პროცესი სტუდენტების მონაწილეობით და მრავალფეროვნების თემებზე ეთიკური და პროფესიული
გაშუქებისათვის ჟურნალისტების, ბლოგერებისა და მედია საშუალებების დაჯილდოვება. ასევე წიგნის"მედია ეთიკა და პროფესიული სტანდარტები"პრეზენტაცია.
ყოველწლიური IMED-ის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
მედია პროფესიონალების, ITექსპერტების, ბლოგერების, სტუდენტების და დაინტერესებული მოქალაქეების მობილიზება ეთიკურ
დილემებზე მსჯელობის მიზნით.
2011 წლის IMED-ის შემდეგ, როდესაც ღონისძიებაში 11 ქვეყნიდან 300
ადამიანი მონაწილეობდა, მისი პოპულარობა მსოფლიოში იზრდება. 2013 წელს მასში 32 ქვეყნიდან
800-ს ადამიანზე მეტი მონაწილეობდა. IMED 2014 წელს მსოფლიოს 50 ქვეყანაში ერთდროულად
19 სექტემბერს გაიმართება.