ქცევის კოდექსი
21-22 დეკემბერს „მედიის განვითარების ფონდმა" აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ჩატარებულ კონკურსში „ცხოვრება ომის შემდეგ" გამარჯვებული მოსწავლეები თბილისში ჩამოიყვანა და მათვის დემოკრატიის ტური მოაწყო. ორი დღის განმავლობაში ბავშვები ეწვივნენ საქართველოს პარლამენტს, უზენაეს სასამართლოს და საზოგადოებრივ მაუწყებელს. ასევე 10 საუკეთესო ესსეს ავტორს ჩაუტარდა მასტერკლასი წერის ხელოვნებაში; (თეონა დოლენჯაშვილი _ მწერალი, მასტერ-კლასის ხელმძღვანელი); ხოლო 10 საუკეთესო ნახატის ავტორს _ ხატვაში. (ზაზა კობახიძე _ მხატვარი, ხატვაში მასტერ-კლასის ხელმძღვანელი).
ღონისძიებები მედიის განვითარების ფონდის მიერ პროექტის „ახალგაზრდული კონკურსი _ დევნილი მოზარდების ინტეგრაციისთვს" ფარგლებში ხორციელდება. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების ფარგლებში.