დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
OLWLD
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 25 ნოე 2009

გამოვლინდნენ კონკურსში „ცხოვრება ომის შემდეგ“ გამარჯვებულები

„მედიის განვითარების ფონდის" მიერ აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით დევნილი მოზარდებისთვის გამოცხადებულ კონკურსს „ცხოვრება ომის შემდეგ" გამარჯვებულები ჰყავს.

 

საკონკურსოდ შემოსული 197 ესსესა და 114 ნახატიდან 5 კაციანმა ჟიურიმ 20 გამარჯვებული შეარჩია. (ჟიურის წევრები: თინა მამულაშვილი _ სულაკაურის გამომცემლობა, რედაქტორი; მამუკა ფაჩუაშვილი _ გაზეთი "24 საათი”, რედაქტორ-გამომცემელი; თეონა დოლენჯაშვილი _ მწერალი; მეგი წითლიძე _ სამხატვრო აკადემია; გიგა ზედანია _ ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, სოციოლოგი)

 

 

კონკურსში გამარჯვებული 10 საუკეთესო ესსეს ავტორები არიან:

 

1.ლაზარე ზანგალაძე – წეროვანის მე-3 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე. (ომამდე ცხოვრობდა სოფელ კეხვში, სამაჩაბლოს ტერიტორიაზე)

 

2.ლერი მარგველიანი – ქვემო ბოლნისის პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე. (ომამდე ცხოვრობდა კოდორში, ზემო აფხაზეთი)

 

3.სოფია კვარიანთაშვილი – ქარელის პირველი საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე. (ომამდე ცხოვრობდა ზნაურის რაიონში, სოფელ ახალშენში)

 

4.ბექა ხალიბეგაშვილი – წეროვანის მე-3 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე. (ომამდე ცხოვრობდა სოფელ წირქოლში, სამაჩაბლო)

 

5.ელინა კასაევა – გორის მე-5 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე. (ომამდე ცხოვრობდა ცხინვალში)

 

6.მარიამ ბერუაშვილი – კოდის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე. (ომამდე ცხოვრობდა პატარა ლიახვის ხეობაში, ერედვში, სამაჩაბლო)

 

7.შორენა ჯოჯიშვილი – წეროვანის მე-3 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე. (ომამდე ცხოვრობდა პატარა ლიახვის ხეობაში, სოფელ ვანათში, სამაჩაბლო)

 

8.თამარ ბუთხუზი – წეროვანის მე-3 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე. (ომამდე ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯში)

 

9.მარიამ გოჩაშვილი – გორის მე-2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე. (ომამდე ცხოვრობდა სოფელ ხეითში, სამაჩაბლო)

 

10.ნესტან გოჩაშვილი – გორის მე-5 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე. (ომამდე ცხოვრობდა სოფელ ხეითში, სამაჩაბლო)

 

 

კონკურსში გამარჯვებული 10 საუკეთესო ნახატის ავტორები კი არიან:

 

1.მარიამ ელიზბარაშვილი – გორის მე-2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე. (ომამდე ცხოვრობდა სოფელ არცევში, სამაჩაბლო)

 

2.მერაბ ნაროუშვილი – ქ.სენაკის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა "აპოდიქსის” მე-4 კლასის მოსწავლე. (ომის დროს იყო სენაკში, რუსული ჯარის დატოვების შემდეგ ისევ აქ ცხოვრობს, ოჯახი დევნილია აფხაზეთიდან)

 

3.გვანცა მზარეულიშვილი – თბილისის 145 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე. (ომამდე ცხოვრობდა დიდი ლიახვის სოფელ ხეითში, სამაჩაბლო)

 

4.ირაკლი ცხადაია – ქ.ხობის ირ.შუშანიას სახელობის საერო საშუალო სკოლა "არეას” მე-9 კლასის მოსწავლე. (ომის დროს იყო ხობში, სადაც მოუკლეს უახლოესი მეგობრის მამა, დღესაც ხობში ცხოვრობს)

 

5.ნანა ოყუჯავა – ქ.სენაკის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა "აპოდიქსის” მე-5 კლასის მოსწავლე. (ომის დროს სენაკში სახლის სარდაფში იმალებოდა ოჯახთან ერთად, დღესაც სენაკში აქ ცხოვრობს)

 

6.გიორგი ფალაშვილი – წეროვანის მე-3 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე. (ომამდე ცხოვრობდა სოფელ ლამისყანაში, შიდა ქართლი)

 

7.ოთარ ბაქრაძე – ხაშურის მე-9 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე. (ომამდე ცხოვრობდა ავნევში, სამაჩაბლო)

 

8.ხატია პავლიაშვილი – გორის მე-5 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე. (ომის დროს დატოვა გორი, დღეს კვლავ გორში ცხოვრობს)

 

9.დინა ადამიანი – გორის მე-5 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე. (ომის დროს გორი დატოვა ოჯახთან ერთად, დღეს ისევ გორში ცხოვრობს)

 

10.რატი ჩიტიშვილი – წეროვანის მე-3 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე. (ომამდე ცხოვრობდა ახალგორში)

 

 

კონკურსი და პროექტი აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების ფარგლებში ხორციელდება.

უკან