ქცევის კოდექსი
2-3 აგვისტოს მედიის განვითარების ფონდის ექსპერტებმა ხათუნა კვესელავამ, ქეთი მსხილაძემ და თამარ ხორბალაძემ ქუთაისის გაზეთი "პს”-ს რედაქციის ჟურნალისტებს ჩაუტარეს ტრენინგი ჟურნალისტური ეთიკის საკითხებთან დაკავშირებით. ტრენინგზე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა ჟურნალისტური წყაროები; ინტერესთა კონფლიქტი; ბავშვთა საკითხების და უმცირესობების საკითხების გაშუქება; კრიმინალური თემატიკის გაშუქების პრინციპები; მედიის თვითრეგულირების საერთაშორისო გამოცდილება; მედიის თვითრეგულირების მაგალითები საქართველოში და ა.შ. ტრენინგზე შემუშავდა გაზეთ "პს”-ის სარედაქციო ეთიკის კოდექსის პრინციპები.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის "ეთიკის კოდექსი რეგიონალური მედიისთვის” პროექტის ფარგლებში.პროექტის მხარდამჭერია ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო”.