დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
UKRTH
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 03 ნოე 2014

საჩივარი რუსთავი 2-ის თვითრეგულირებაში P.S.-ის სიუჟეტთან დაკავშირებით

„მედიის განვითარების ფონდმა" „ქართველ მუსლიმთა კავშირთან", „ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრთან" და „ტოლერანტობისა და მრავალფერვნების ინსტიტუტთან" ერთად 3ნოემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს თვითრეგულირების ორგანოს საჩივრით მიმართა.

საჩივრის საფუძველი 26 ოქტომბერს „რუსთავი 2"-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში", ადიგენის სოფელ მოხეში სადავო საკულტო ნაგებობის საკითხის გაშუქება გახდა.

როგორც საჩივარშია აღნიშნული გადაცემის წამყვანმა დავით კიკალიშვილმა მოხეში საკულტო ნაგებობასთან დაკავშირებით სიუჟეტის წარდგენისას, დაარღვია მიუკერძოებლობის პრინციპი, როდესაც პირადი სუბიექტური დამოკიდებულება მაყურებელს სიუჟეტის ეთერში გასვლამდე შესთავაზა ("ჩემი აზრით, ცალკე აღებულ მოხეში მომხდარ კონფლიქტში უკვე მუსლიმური თემი სცოდავს,რადგანაც სადავო შენობის გარშემო უფრო მეტი მეჩეთია, ვიდრე ეკლესია"). საკამათო იყო ასევე ჟურნალისტის მიერ ერთ-ერთი მუსლიმი რესპონდენტის მიმართ დასმული შეკითხვა - „და აუცილებლად აქ უნდა ილოცო?"

„აღმსარებლობის თავისუფლება, ისევე როგორც არჩევანის თავისუფლება, თუ სად ილოცო - ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომლის განსაზღვრა ჟურნალისტის დისკრეციას არ წარმოადგენს", - განმარტებულია საჩივარში.

გადაცემის წამყვანმა დაარღვია საავტორო გადაცემის წამყვანისადმი კოდექსით წაყენებული მოთხოვნები (მუხლი 17.2), რომლის თანახმად, "საავტოროპროგრამის წამყვანმა არ უნდაგამოიყენოს  საკუთარიმდგომარება საკუთარი მოსაზრებისიმ ფორმით გავრცელებისათვის,რომელმაც შეიძლება ხელყოსპროგრამის მიუკერძოებლობა." გადაცემაში ასევე დარღვეული იყო მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 33.1-ე მუხლიც, რადგან წამყვანმა საქართველოს მოქალაქე მუსლიმთა უფლებრივი საკითხი დაუსაბუთებლად დააკავშირა უარყოფით მოვლენებთან.

ოგრანიზაციები მიმართავენ ტელეკომპანიის თვითრეგულირებას, იმსჯელოს  „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" მე-16.2, მე-16.4, მე-17.2, 31.1-ე, 31.2-ე, 33.1-ე მუხლების დარღვევაზე.

 

 

უკან