დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
ZFGSB
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 12 დეკ 2014

ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე წნორში ტრენინგი და პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა გაიმართა

12 დეკემბერს წნორში, სამოქალაქო ინიციატივის  ოფისში მედიის განვითარების ფონდმა საარჩევნო პროცესში ქალთა ჩართულობის თემაზე ტრენინგი და მორიგი მრგვალი მაგიდა გამართა.

შეხვედრაზე განხილული იყო გამოკითხვის შედეგები, რომელიც პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში ქალთა საჭიროებების  სრულფასოვნად ასახვის მიზნით  სიღნაღში  თანამშრომლობის ქსელის წევრმა ნანა ბაგალიშვილმა ჩაატარა.

მრგვალ მაგიდას ქართული ოცნების, რესპუბლიკური პარტიის, ეროვნული ფორუმის, მრეწველობა-გადაარჩენს საქართველოს  რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ტრენინგის დამსწრეებმა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის და სამოქალაქო აქტივიზმის საკითხებთან ერთად მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება ამ პროცესში სოციალური მედიის გამოყენების შესაძლებლობების შესახებ.

პროექტი "ქალები  ცვლილებებისთვის"  საარჩევნო  სისტემების  განვითარების,  რეფორმებისა  და  სწავლების  ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.

უკან