ქცევის კოდექსი
20 მარტს თბილისის საქალაქოსასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა, რომლითაც შსს მედიის განვითარების ფონდის
(MDF) მიერ 2014 წლის 23 სექტემბერს გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის გასაჯაროებისათვის
დამატებით 2 კვირიან ვადას ითხოვდა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გაიზიარა სამინისტროს
არგუმენტი, რომ შესაბამისი უწყებებიდან ინფორმაციის შეგროვებისათვის დამატებითი დრო
იყო საჭირო.
სამართლებრივი
დავა MDF-ის მიერ, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) დახმარებით
არის ინიცირებული და სამინისტროს მიერ მედია საშუალებებში 2013-2014 წლებში ინფორმაციის
გავრცელებისა და სარეკლამო მომსახურების მიზნით გადარიცხული თანხების რაოდენობისა და
შესაბამისი ხელშეკრულებების გასაჯაროვების მოთხოვნას შეეხება.
მედიის
განვითარების ფონდმა საჯარო ინფორმაციის არგაცემის გამო სამინისტროს ადმინისტრაციული
საჩივრით - 2014 წლის 4 ნოემბერს, ხოლო ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების
გამო სასამართლოს 22 დეკემბერს მიმართა. სასამართლოსთვის მიმართვის შემდეგ შსს-მ MDF-ს მოთხოვილი ინფორმაცია მხოლოდ
ნაწილობრივ მიაწოდა.
შსს-დან
მიღებული ინფორმაციის (5 იანვარი, 2014) თანახმად, 2014 წლის 1 იანვარი -1 სექტემბრამდე
სამინისტროს 113 255 ლარის ღირებულების სარეკლამო მომსახურება შემდეგი სუბიექტებისგან
აქვს შესყიდული: მედია-კავშირი "ობიექტივი" - 9
178,04; შპს
"კრეატორი" - 86 782,60 და 10 378,31; შპს "ედვერთლაინი"
- 6 161, 60; საინფორმაციო
საგენტოები: "პირველი" - 354, "ჯეოჰოტნიუსი" - 400. 2013 წელს
გაწეული ხარჯები 693 397 ლარს შეადგენდა და შემდეგ ორგანზიზაციებთან იყო გაფორმებული:თბს ტვ - 32 062, 52 და 28 294, 10,
შპს media shift -30 328,66, შპს "არის ჯი" - 3 754, შპს
"მედია პორტი" - 46 238, 83; 102 275, 07 და 106 099,11; "რადიო იმედი"
- 3 176,96; "რადიო საქართველო" - 4 785,65; UM Georgia-ში - 142 064,06; 124 757, 54 და 62 143,17; მედია-კავშირი
"ობიექტივი" - 5000, ტელეკომპანია "კავკასია" - 2
417, 09.
მედიის
განვითარების ფონდი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გაფორმებული ხელშეკრულებების და
შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების მიწოდებას ითხოვს. სასამართლოს მორიგი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში
19 მაისს გაიმართება.
ორგანიზაციას
შსს-სთან სასამართლო დავა ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული
პირების - დაცვის პოლიციისა და 112-ის მხრიდან კანონის მოთხოვნათა დარღვევის და იდენტური საჯარო ინფორმაციის არგაცემის
გამო აქვს.