დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
CRVMS
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 23 მარ 2015

ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებით UPR-ისთვის ანგარიში წარადგინა

2015წლის 22 მარტს,ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - საქართველოს გაეროსასოციაციამ (UNAG),  მედიის განვითარების ფონდმა (MDF), საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI),  ტოლერანტობისა დამრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) და უმცირესობის საკითხების ევროპულმა  ცენტრმა(ECMI) საქართველოში უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით გაერთიანებული ერების  უნივერსალური პერიოდულიმიმოხილვისთვის (UPR) ჩრდილოვანი ანგარიში წარადგინა.

ანგარიში ყურადღებას ამახვილებს და მოიცავს რეკომენდაციებს  შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

·         რელიგიური უმცირესობების მიმართ ძალადობას ფაქტებისა და ინციდენტებისარასათანადო გამოძიება;

·         ახლადშექმნილი რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიურობის ხელყოფა;

·         სკოლებში რელიგიური ინდოქტრინაცი  და აკადემიურ სწავლების პროცესში რელიგიურინეიტრალიტეტის დარღვევ;

·         სადავო საკულტო ნაგებობების რელიგიური კონფესიებისთვის დაბრუნების პრობლემა;

·         მაღალი თანამდებობის პირებისა და პოლიტიკოსების მხრიდან  სიძულვილის ენის, ქსენოფობიისა და ჰომოფობიის ტირაჟირება;

  • მედიის თვითრეგულირების  მექანიზმების არაეფექტიანი მუშაობა და სიძულვილის ენის გამოვლინება საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) ეთერში;
  • უმცირესობათა ენებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უმცირესობათა წარმომადგენლობითობის უზრუნველყოფა;
  • დეპორტირებული მესხების რეპატრიაციის უზრუნველყოფა;  
  • საზოგადოებაში ბოშები ინტეგრირება.

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა 2006 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 60/251 რეზოლუციის საფუძველზე შეიქმნა და გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის პერიოდულ მიმოხილვას მოიცავს.

უკან