ქცევის კოდექსი
მედიის განვითარების
ფონდი, MDF და საქართველოს გაეროს ასოციაცია, UNAG საზოგადოებრივი
მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს რეკომენდაციებით მიმართავენ და 2015-2016 წლის პროგრამულ
პრიორიტეტებში იმ საკითხების გათვალისწინებას ურჩევენ, რომელიც MDF-ის მიერ ჩატარებული
ერთწლიანი მედია მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა.
"საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც კანონმდებლობით ევალება უმცირესობების ენებზე გადაცემების მომზადება, ასევე ევროინტეგრაციის
პროცესის შესახებ მოქალაქეების სრულფასოვანი ინფორმირება, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებაიმ საინფორმაციო ვაკუუმის შევსებაში,რომელიც სახელმწიფო ენის არცოდნისგამო, ეთნიკურიუმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ სამცხე-ჯავახეთისა დაქვემო ქართლისრეგიონებში არისშექმნილი”, - აღნიშნულია რეკომენდაციებში.
ორგანიზაციები მოუწოდებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს,
ანტიდასავლურ პროპაგანდას უმცირესობების ენებზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ
მომზადებული სათანადო პროგრამირებით უპასუხონ.
რეკომენდაციები
ასევე შეეხება მრავალფეროვნების გაშუქების საკითხებს, რაც არა მხოლოდ უმცირესობების
ენებზე პროგრამების მომზადებას, ასევე ინკლუზიური პროგრამირების მიდგომებსა და საზოგადოების
ყველა ჯგუფის წარმომადგენლისათვის საჯარო ფორუმის უზრუნველყოფას გულისხმობს.
ცალკე
რეკომენდაციები ეთმობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულებასა და თვითრეგულირებას.
„როგორც
მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, ასევე შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტი, გასაჩივრების მექანიზმის
არაეფექტიანობის გამო, ხშირად ფორმალურ ხასიათს ატარებს და ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი
მაუწყებლის ეთერის დაცვას ჰომოფობიური, ქსენოფობიური და არმენოფობიული განცხადებებისგან",
- აღნიშნულია რეკომენდაციებში. ორგანიზაციები მოუწოდებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს
გადახედოს თვითრეგულირების ორგანოში მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევის ფაქტებზე
საქმეების განხილვის პრაქტიკას და ამ თვალსაზრისით სამეურვეო საბჭოს, როგორც სააპელაციო
ორგანოს, პასუხისმგებლობაც გაიაზროს.
საზოგადოებრივი
მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2015-2016 წლის პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრის
მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 28 აპრილს დაიწყო.