დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
VQEYY
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 07 მაი 2014

სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!" დაფუძნდა


7 მაისს ფრანტლაინ საქართველოს კლუბში 13 არასამთავრობო ორგანიზაციამ სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!" დააფუძნა. ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანება სიძულვილის ენასა და დისკრიმინაციის ყოველგვარ გამოვლინებასთან ბრძოლის იდეის ქვეშ.

 

პლატფორმაში გაწევრიანებული არიან: მედიის განვითარების ფონდი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, იდენტობა, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება,უმცირესობათასაკითხების ევროპულიცენტრი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია და კავშირი საფარი.

 

მედიის განვითარების ფონდი და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" პროექტის ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს "ქართულ პოლიტიკასა და მედიაში ქსენოფობიასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა".


 

უკან