ქცევის კოდექსი
30
ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ "მედიის განვითარების ფონდმა" საჩივრით მიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს. საჩივარი 2015 წლის 23 ნოემბერს საზოგადოებრივი
მაუწყებლის პირველი და მეორე არხების ეთერში
გასული ჟურნალისტური გამოძიების პროექტის„გამომძიებელი რეპორტიორი" ფარგლებში მომზადებულ საგამოძიებო
ფილმს „უცნობი „რუსთავი 2" - მყიდველები და გამყიდველები" ეხება.
სადავო გახდა გადაცემის პასაჟი, სადაც წამყვანი აცხადებს: "ამ დროისთვის კომპანიას
[„რუსთავი 2"] კრედიტი აქვს აღებული საერთაშორისო ორგანიზაცია Media Development
Foundation-სგან". ამ ფრაგმენტს თან ერთვის ვიზუალური კადრები, რომელიც არა სესხების
გამცემ საერთაშორისო ორგანიზაცია MDIF-ს, არამედ საქართველოში მოქმედი
არასამთავრობო ორგანიზაციის - მედიის
განვითარების ფონდის (MDF) ვებს ასახავს, რომელზეც, თავის მხრივ, საქართველოში
გაეროს ოფისის ხელმძღვანელის ერიკა კვაპილოვას და ოცმეთაურ თამარ მღებრიშვილის
ფოტოა გამოსახული.
მედიის
განვითარების ფონდი მოითხოვს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაუწყებლობის შესახებ კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,
მოახდინოს გადაცემაში ორგანიზაციის
შესახებ გასული არასწორი ინფორმაციის თანაზომადი ფორმით შესწორება ან უარყოფა.