14 ივნისს, სასტუმროში "თბილისი მარიოტი” არასამთავრობო ორგანიზაციებმა - "მედიის განვითარების ფონდმა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის საკითხებზე ჩატარებული კვლევების ანგარიშები წარადგინეს.
ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეაფასეს სარეკლამო ბაზარზე არსებულ ვითარება, ისაუბრეს სატელევიზიო რეიტინგების მზომავი კომპანიების აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებზე და წარმოადგინეს მონაცემები რეკლამის და ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო რესურსების განაწილების პრაქტიკაზე.
მედიის განვითარების ფონდის მკვლევარებმა გელა ბოჩიკაშვილმა და მარიამ ლორთქიფანიძემ კონფერენციაზე ახალი კვლევის "რეკლამის და ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო რესურსების განაწილების პრაქტიკა” შედეგები წარადგინეს.
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
კვლევები ჩატარდა EWMI ACCESS-ის ფინანსური მხარდაჭერით.