დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
WVBZQ
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 24 ოქტ 2020

4 ინოვაციური პროექტი ყალბი ამბების წინააღმდეგ - გაიცანით Hacking the Fake News-ის გამარჯვებულები

მედიის განვითარების ფონდის (MDF) პირველ გლობალურ ჰაკათონზე Hacking the Fake News 4 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომელთა იდეებიც მავნე ინფორმაციული ოპერაციებისა და ყალბი კონტენტის იდენტიფიცირებას შეუწყობს ხელს. ინოვაციური ტექნოლოგიური იდეების გენერირებას ოქტომბერში გამართულ ჰაკათონზე მენტორების ჩართულობით გახდა შესაძლებელი.

ფინალისტთა 10 გუნდ შორის ჰაკათონის საერთაშორისო ჟიურიმ შემდეგი 4 პროექტი გამოარჩია: ინოვაციური საძიებო სისტემა ჟურნალისტებისა და ფაქტჩექერებისთვის;  ბრაუზერის გაფართოება (extension), რომელიც ქართულ ენაზე ტექსტის ანალიზს და ყალბი ინფორმაციის ამოცნობას შეძლებს; ვებ-გვერდი, რომლის წყალობითაც ინფორმაციის გადამოწმება კიდევ უფრო სწრაფი, სანდო და მასშტაბური ხდება და სათავგადასავლო-შემეცნებითი თამაში dr. Fake. გამარჯვებულებს პროტოტიპების შესაქმნელად პრიზის სახით $3000 გადაეცემათ. 


პირველი ადგილი ისრაელიდან ორ და ადი ლევიების გუნდმა მოიპოვა, რომლებიც ფაქტჩექერებისთვის ინოვაციური საძიებო სისტემა ქმნიან, რაც გადამოწმებულ ინფორმაციას უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

"Search the Facts - ესაა საძიებო სისტემა, რომელიც მკვლევრებს, ჟურნალისტებსა და ფართო საზოგადოებას გადამოწმებული ინფორმაციის სწრაფად და მარტივად მოძიებაში დაეხმარება. ფაქტჩეკინგის ინდექსი სხვადასხვა ენებზე მონაცემების შესაგროვებლად ClaimReview-ის სქემას იყენებს. ჩვენ შევქმენით ძრავა, რომელიც მომხმარებლისგან საკვანძო სიტყვებს იღებს, თითოეულ გადამოწმებულ მასალასთან მათ შესაბამისობას თვლის და ყველაზე რელევანტურ შედეგებს აბრუნებს. ვიმედოვნებთ, რომ ამით მცდარი ინფორმაციის გავრცელებას შევამცირებთ და სანდო შინაარსს წავახალისებთ,” - ამბობენ ორ და ადი ლევიები.


საერთაშორისო წევრებით დაკომპლექტებული გუნდი dubio ქმნის პლატფორმას, რომელიც თითოეულ ადამიანს წაახალისებს, უშუალოდ ჩაერთოს ყალბი ინფორმაციის გამოვლენაში. ის მიზნად ისახავს, ფაქტების გადამოწმების პროცესი უფრო სწრაფი, სანდო და მასშტაბური გახადოს. 

"dubio-ს პლატფორმაზე მოქალაქე ფაქტჩეკერებს შესაძლებლობა ექნებათ, გადასამოწმებელი განცხადებები სახალისო ფორმით და თანამშრომლობის გზით წარმოადგინონ. "ქრაუდსორსინგით” შეგროვებული მონაცემები (განცხადების აღწერა/ ვინ, როდის და სად გააკეთა ის?/ შესაბამისი წყაროები, რომლებიც ან ამყარებენ ან უარყოფენ განცხადებას) შემდეგ პროფესიონალ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებს გადაეგზავნებათ, რის შედეგადაც პროფესიონალთა ამ გუნდებს ყველა სათანადო ინფორმაცია ექნებათ, რათა მათ განცხადების "სანდობაა” შეაფასონ და ClaimReview-ს სტატია დაწერონ. ClaimReview-ისთვის მათი დასკვნების მიწოდებით, ინტერნეტი მიიღებს სიგნალს, რაც საშუალებას მისცემს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Google, Facebook და Twitter მცდარი განცხადებების გავრცელება შეზღუდონ,” განაცხადეს dubio-ს გუნდის წევრებმა  თომას ვან დამმა (ბელგია), არტემ ჟიხარევმა (უკრაინა), ასაფ კაზაკოვმა (ისრაელი), გუსტავო ჰინესტროსამ (ვენესუელა), კამილ პიეკარამ (პოლონეთი) და ზაფრირ დოთანიმ (ისრაელი)


მესამე გამარჯვებული გუნდი Purify კი ქართველ დეველოპერებს - დავით ჯანეზაშვილსა და გიორგი ბაიდაურს - აერთიანებს, რომლებიც დეზინფორმაციასთან ბრძოლას სოციალურ ქსელებში ისახავენ მიზნად. ისინი შექმნიან ბრაუზერის გაფართოებას (extension), რომელიც ენის დამუშავების ტექნიკის (language modeling) გამოყენებით, სოციალურ მედიაში ქართულ ენაზე გავრცელებულ საეჭვო შინაარის მქონე მასალებს შესაბამისს მონიშვნებს უკეთებს. 

"ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებთან კოლაბორაცია საშუალებას იძლევა, მონაცემების შეგროვებისა და მოდელის სწავლების პროცესი სრულად ავტომატიზირებული, ხოლო სისტემა მუდმივად განახლებადი გახდეს. ჩვენი იდეის დამატებით პროდუქტად ვგეგმავთ, წინასწარ გაწვრთნილი ენის მოდელი ღია წყარო გავხადოთ, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მონაცემთა მეცნიერებებზე მომუშავე ადგილობრივ თემს მსგავსი ტექნიკები დანერგონ და ამით, დამატებით ყალბი ამბების კამპანიების გამოვლენას ხელი შეუწყონ,”-  აღნიშნეს დავით ჯანეზაშვილმა და გიორგი ბაიდაურმა. 

Doctor Fake შემეცნებითი ტიპის თამაშია, რომელიც "მითების დეტექტორის” მედიაწიგნიერების პროგრამის კურსდამთავრებულებისა და ForSet-ის ერთობლივი ინიაციტივაა. კიდევ ერთი ქართული გუნდის შემადგენლბაში მარიამ დანგაძე, მარიამ თოფჩიშვილი, ანი ქისტაური და ზიზი ნიშნიანიძე არიან. 

"თამაში ყალბ ამბებთან, კიბერურსაფრთოებასთან, Deep Fake-თან და ყალბ ანგარიშებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და ინსტრუმენტებს აერთიანებს. მოთამაშე Dr. Fake-ს უნდა დაუპირისპირდეს, რომელიც დაშინებას სპეციალური კითხვებით ცდილობს. საფრთხისგან თავის დასახსნელად მოთამაშემ კიბერუსაფრთოებასთან, Deep Fake-თან და ტროლებთან  დაკავშირებულ კითხვებს უნდა უპასუხოს. თამაში ხელს უწყობს მედია და ინფორმაციულ წიგნიერებაზე, ასევე კიბერუსაფრთხოებაზე ცნობიერების ამაღლებას და შესაბამისი უნარების განვითარებას ისახავს მიზნად.” - აღნიშნეს გუნის წევრებმა. 


2020 წლის 22-23 ოქტომბერს ყალბი ამბების წინააღმდეგ გამართულ გლობალურ ჰაკათონზე - Hacking the Fake News - მედიის განვითარების ფონდმა (MDF), ფორსეტთან ერთად, დეველოპერებს, გრაფიკულ დიზანიერებს, მედიაწიგნიერებითა და ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს მსოფლიოს 16 ქვეყნიდან უმასპინძლა. MDF-ის პირველი გლობალური ჰაკათონი Bellingcat-სა და Facebook Journalism Project-თან პარტნიორობით, Zinc Network-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. ჰაკათონის community პარტნიორი იყო Digital Communication Network. მედია პარტნიორიები - On.ge და Civil.ge.

უკან