ქცევის კოდექსი
26 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა დისკუსია, თემაზე "ქართულ პოლიტიკასა და მედიაში ქსენოფობიასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლა".
მედიის განვითარების ფონდის, MDF და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის, GDI წარმომადგენლებმა თამარ კინწურაშვილმა და გიორგი მშვენიერაძემ სტუდენტებს კამპანია "არა ფობიის" ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები გააცნეს, თამარ ხორბალაძემ წარმოადგინა MDF-ის მიერ 2013 წელს ჩატარებული მედია მონიტორინგის შედეგები და ძირითადი ტენდენციები.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია. სტუდენტებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად წარიმართოს კამპანია "არა ფობიას".
ღონისძიება საქართველოსგაეროსასოციაციისადააშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.