ქცევის კოდექსი
22 მარტს მრავაფეროვნების სკოლაში სტუდენტებისთვის პირველი ტრენინგი გაიმართა. სკოლის მსმენელებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ილიას უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ, საქართველოში შვეიცარიის ელჩის მოადგილემ ფლორაინ გუბლერმა და მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ თამარ კინწურაშვილმა.
სკოლაში სამოქალაქო ჟურნალისტიკის კურსს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვოტირების წესით ჩარიცხული არაქართულენოვანი, ასევე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები გადიან.
პროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია თემატური ლექციების და დისკუსიების ჩატარება. 22 მარტს ამ ფორმატში მსმენელებს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელი ბექა მინდიაშვილი შეხვდა, რომელმაც ტოლერანტობის ცენტრისა და ტოლერანტობის თეორიების შესახებ ისაუბრა. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
პროექტს "მრავალფეროვნების საკვირაო სკოლა" მედიის განვითარების ფონდი საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.
რუსთავი 2, კურიერი 18 სთზე,სიუჟეტიმრავალფეროვნების სკოლის შესახებ (ნაწილი 1).
რუსთავი 2, კურიერი 18 სთზე,სიუჟეტიმრავალფეროვნების სკოლის შესახებ (ნაწილი 2).