დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
ERFYH
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 07 იან 2015

თავდასხმა Charlie Hebdo-ზე ღია საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტია

მედიის განვითარების ფონდი შეძრწუნებულია დღეს, პარიზში ფრანგულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე განხორციელებული ბარბაროსული აქტის გამო. თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ფრანგ ხალხს და სოლიდარულნი ვართ ყველა ჟურნალისტის მიმართ, ვისთვისაც გამოხატვის თავისუფლება უზენაესი ღირებულებაა.

მიგვაჩნია, რომ ეს არის ღია საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტი, რომლის უკან ფუნდამენტალიზმი დგას და რომელსაც არც ეროვნება, არც რელიგიური კუთვნილება და არც პოლიტიკური ღირებულება არ გააჩნია.

2014 წელს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს 118 ჟურნალისტი დაიღუპა.
უკან