დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
LDGYW
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 19 ივნ 2016

MDF-ის მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სამართალდამცავ ორგანოებს რუსთავი 2-ის ჟურნალისტების შეურაცხყოფისა და ცემის ფაქტზე

მედიის განვითარების ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს 19 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ინციდენტის გამო, რა დროსაც ამ დროისთვის დაუდეგენელი პირები რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი ინტერვიუს საქართველოს პარლამენტის წევრ ჩიორა თაქთაქიშვილთან წერდა.

ვთვლით, რომ მომხდარი გამოვლინებაა იმ ზოგადი ძალადობრივი ფონის, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ძალადობრივი გარემოს წახალისებას ხელისუფლება ზოგჯერ ძალადობაზე არასათანადო რეაგირებით, დამნაშავეთა დაუსჯელობით უწყობს ხელს, ზოგჯერ კი მისი ცალკეული წევრები თავად  ახალისებენ საზოგადოებაში რევანშისტულ განწყობებს, როდესაც თავიანთი საჯარო გამოსვლებით ამართლებენ მოძალადეთა ქმედებებს.

წინასაარჩევნო გარემოს გაჯანსაღების მიზნით, უაღრესად მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ  ადეკვატური რეაგირება მოახდინოს არა მხოლოდ აღნიშნულ ინციდენტზე, არამედ ბოლო დროს გამოვლენილ ძალადობრივ ქმდებებსა  და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტებზე.

  • მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სათანადო კვალიფიკაცია მისცენ მომხდარ ინციდენტს და ის ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის კონტექსტში განიხილონ, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა (154-ე მუხლი).
  • მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს და რომლის მანდატში ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტების აღკვეთა და პრევენცია შედის, ქმედითი გახადოს აღნიშნული მექანიზმი და საბჭოს ფორმატში ეფექტიანი ზედამხედველობა გაუწიოს არა მხოლოდ 19 ივნისის ინციდენტის, არამედ მედიასთან დაკავშირებული სხვა საქმეების გამოძიებასაც.
უკან