დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
OMGZQ
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 29 აგვ 2017

კონკურსი: “მითების დეტექტორის” ლაბორატორიის სასწავლო კურსი მედიაწიგნიერებაში

მედიის განვითარების ფონდი (MDF), „დოიჩე ველე აკადემიის" (DWA), მხარდაჭერით, იწვევს ახალგაზრდებს "მითების დეტექტორის ლაბორატორიისმედიაწიგნიერების სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად.

პროგრამა განკუთვნილია არაჟურნალისტებისთვის,თუმცა დაინტერესების შემთხვევაში აპლიკაცია შეუძლია გამოაგზავნონ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმაც.

შერჩეული აპლიკანტები პროგრამის ფარგლებში გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსს შემდეგი ძირითადი მიმართულებით:

  •  მედიაწიგნიერება: როგორ ფუნქციონირებს მედია, ინფორმაციის წყაროების კრიტიკული შეფასება, მედია საკუთრება და გამჭვირვალობა და სხვა; 
  •  ინფორმაციის გადამოწმების ტექნოლოგიები: ყალბი ინფორმაცია/ფოტო/ვიდეო, ტროლების ამოცნობა;
  •  მულტიმედია პროდუქტის წარმოება;
  •  მონაცემთა ვიზუალიზაცია.

 სასწავლო კურსი 3 თვის განმავლობაში შაბათობით ჩატარდება. შერჩეული აპლიკანტები ასევე გაივლიან სტაჟირებას "მითების დეტექტორისვებ-გვერდზე, სადაც კურსის განმავლობაში მომზადებული საუკეთესო მასალები გამოქვეყნდება, ხოლო გამოქვეყნებული მასალების ავტორები 50 ევრომდე (დასაბეგრი თანხის ეკვივალენტი ლარებში) ჰონორარს მიიღებენ.

კურსის ბოლოს პროგრამის მონაწილეებს გადაეცემათ MDF-ისა და DWA- სერტიფიკატები, ხოლო ჟიური გამოავლენს 3 საუკეთესო ნამუშევრის ავტორს, რომელთაც სპეციალური პრიზები გადაეცემათ. პირველ ადგილზე გასული მონაწილე DWA- ან მისი პარტნიორის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო მედია ღონისძიებაზე გაემგზავრება.

მოთხოვნა:

სასწავლო კურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 

  •  უნდა იყოს 18-25 წლამდე ახალგაზრდა;
  •  უნდა ფლობდეს ინგლისურ ან რომელიმე ევროპულ ენას საბაზისო დონეზე, რათა შეძლოს მასალის წაკითხვა, გააზრება და პირველ წყაროსთან ინფორმაციის გადამოწმება;
  •  2 კანდიდატი შეირჩევა იმ ახალგაზრდებიდან, რომელთა მშობლიური ენა აზერბაიჯანული ან სომხურია.

 დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfPTWI64SCnZ2Bn46hCAVn3ra5dcDKtSOJSTaAVVSRjN67VNw/viewform

ასევე გამოაგზავნეთ 

  • სამოტივაციო წერილი, სადაც მიუთითებთ, რატომ გსურთ პროგრამაში მონაწილეობის მიღება, რა მოლოდინი გაქვთ და როგორ გამოიყენებთ მიღებულ გამოცდილებას.
  • დეტალური რეზიუმე (CV).

დამატებითი მასალები უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@mdfgeorgia.ge
დოკუმენტის გამოგზავნისას, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგნის გრაფაში მიუთითოთ: მითების დეტექტორის ლაბორატორია.

შერჩეულ კანდიდატებს დამატებით ჩაუტარდებათ გასაუბრება.

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2017 წლის 7 სექტემბერი

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე

ტელ: 2 11 20 26. 

უკან