დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
ZHJNT
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 16 მარ 2018

კონკურსი: “მრავალფეროვნების გაშუქება მედიაში”

მედიის განვითარების ფონდი (MDF) საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მხარდაჭერით, PITA-ს პროექტის ფარგლებში, იწვევს ჟურნალისტებს "მრავალფეროვნების გაშუქების” კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. 

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მედიაში მრავალფეროვნების საკითხების ინკლუზიურ გაშუქებას.  

კონკურსის მონაწილეებმა 2018 წლის 17 აპრილამდე უნდა წარმოადგინონ იდეის კონცეფცია შემდეგ თემებზე:
  • ეთნიკური მრავალფეროვნება 
  • რელიგიური მრავალფეროვნება
  • ლინგვისტური მრავაფეროვნება
  • მიგრანტები 
  • გენდერული  მრავალფეროვნება და თანასწორობა
  • თანასწორობა
კონცეფციაში მითითებული უნდა იყოს: გაშუქების თემა, გეგმა, სავარაუდო წყაროები, გაშუქების მეთოდი და რომელ მედიაში გამოქვეყნდება მასალა.

ჟიური 6 საუკეთესო იდეის ავტორს გამოავლენს, რის შემდეგაც გამარჯვებულები მოამზადებენ მასალებს და გამოაქვეყნებენ, მათ მიერ წინასწარ მითითებულ მედია საშუალებაში. გამარჯვებული აპლიკანტები მასალის გამოქვეყნების შემდეგ მიიღებენ ჰონორარს $350-ის ეკვივალენტს ლარებში და დაჯილდოვდებიან სპეციალური სერტიფიკატებით.

მონაწილეთა მიერ წარდგენილი საკონკურსო მასალა შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს: 
  • უნდა გამოქვეყნდეს ტევევიზიაში, რადიოში, ონლაინ ან ბეჭდურ გამოცემაში, კონკურსის პირობებით განსაზღვრულ ვადებში [არაუგვიანეს 2018 წლის 17 სექტემბრისა];
  • თემა უნდა წარმოადგენდეს საჯარო ინტერესის საგანს და ხელს უწყობდეს ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას.
  • გამოქვეყნებულ მასალაში დაცული უნდა იყოს მაუწყებელთა ქცევის  კოდექსისა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები. 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა იდეის კონცეფცია და თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია 2018 წლის 17 აპრილამდე უნდა გამოგზავნონ  შემდეგ მისამართზე: info@mdfgeorgia.ge . წერილში მიუთითეთ კონკურსის დასახელება "მრავალფეროვნების გაშუქება”.
უკან