ძირითადი ვალდებულებები:
- მედიის მონიტორინგის შედეგების შესწავლა და გადასამოწმებელი მასალის შერჩევა;
- ინფორმაციის გადამოწმება მონაცემთა ღია წყაროებზე დაყრდნობით;
- ანალიტიკური მასალების მომზადება;
- სტუდენტებთან ფაქტების გადამოწმებაზე ინდივიდუალური მუშაობა;
- ორგანიზაციის სხვა დავალებების შესრულება.
კვალიფიკაცია და სხვა სავალდებულო მოთხოვნები:
- მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების ანალიზის და კრიტიკული შეფასების უნარი;
- ანალიტიკური მასალების წერის უნარი და გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;პრეზენტაციის უნარი;
- სულ მცირე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- კომუნიკაბელურობა.
ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად, აპლიკანტის გამოცდილების გათვალისწინებით.
სრული დატვირთვა.
დაინტერესებულმა პირებმა 8 მაისამდე უნდა გამოაგზავნონ:
- რეზიუმე (CV);
- სამოტივაციო წერილი;
- 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთანაც აპლიკანტს შრომითი ურთიერთობები აკავშირებს.
საბუთები მიიღება ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: info@mdfgeorgia.ge. წერილის საგანში მიუთითეთ "მითების დეტექტორის” მკვლევარი.
გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ საბუთების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები. შერჩეულ კანდიდატებს შემდეგ ეტაპზე ჩაუტარდებათ ტესტირება ფაქტების გადამოწმებასა (fact checking) და ინგლისურენოვან წყაროებთან მუშაობაში.