მედიის განვითარების ფონდი აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციისა და სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ საბუთები შემდეგ მისამართზე info@mdfgeorgia.ge:
1) რეზიუმე (CV), სადაც დეტალურად იქნება მითითებული თქვენი გამოცდილება სოციალური მედიის, მარკეტინგის ან PR-ის მიმართულებით;
2) თქვენი ხედვა, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ფაქტების გადამოწმების პორტალის "მითების დეტექტორის” (www.mythdetector.ge) ან მედიაწიგნიერების რესურსების (www.millab.ge) კომუნიკაცია ონლაინ სივრცეში (არაუმეტეს 300 სიტყვისა);
3) ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთანაც აპლიკანტს შრომითი ან აკადემიური ურთიერთობა აკავშირებს.
ნებისმიერი დამატებითი მასალა, რომელიც დაადასტურებს თქვენს გამოცდილებას კომუნიკაციისა და სოციალური მენეჯმენტის მიმართულებით.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2 დეკემბერი.
გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ საბუთების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.