დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
BRBJC
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 02 სექ 2020

ქართველი და გერმანელი ჟურნალისტების გაცვლითი პროგრამა დეზინფორმაციის თემაზე

2-8 ნოემბერი, ბერლინი  
მედიის განვითარების ფონდი (MDF) გერმანულ ორგანიზაცია Deutsche Gesselschaft-თან თანამშრომლობით, აგრძელებს გერმანიაში სასწავლო გაცვლით პროგრამას "ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლა” და იწვევს ჟურნალისტებს შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2020 წელს 2-8 ნოემბერს ბერლინში გაიმართება.

პროგრამის შესახებ:

პროგრამის ფარგლებში  საქართველოდან შერჩეული ჟურნალისტები სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან ბერლინში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სემინარებში დეზინფორმაციასთან დაკავშირებული საფრთხეებისა და გამოწვევების, პოლიტიკურ პროცესებზე მათი გავლენისა შესახებ. პროგრამის მონაწილეებს  დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით საკუთარ გამოცდილებას  გერმანელი კოლეგები, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები გაუზიარებენ.  ვიზიტის ფარგლებში ჟურნალისტები შეხვდებიან გერმანიის მთავრობისა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, რომლებიც მათ გააცნობენ, თუ რა ნაბიჯებს დგამს გერმანია და ევროკავშირი დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად. სასწავლო ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტები მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე მოამზადებენ მცირე კვლევას დეზინფორმაციასთან და ყალბ ამბებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, რომელსაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ "მითების დეტექტორის” ვებ-გვერდზე, ასევე იმ მედიაშია გამოაქვეყნებენ, რომელსაც თავად წარმოადგენენ. 
გაცვლითი პროგრამის პირველი გამოშვების მონაწილეთა მიერ მომზადებული მასალები ხელმისაწვდომია მითების დეტექტორის ვებგვერდზე

სემინარების სამუშაო ენა: ინგლისური.  

პროგრამა დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

კონკურსის პირობები 

სასწავლო კურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 
  • ჰქონდეს მედიაში ან ფაქტ-ჩეკერად მუშაობის გამოცდილება,
  • მომზადებული უნდა ჰქონდეს მასალები ჩამოთვლი თემებიდან ერთ-ერთზე: ყალბი ინფორმაცია და დეზინფორმაციის გამოწვევები, ევროკავშირის პოლიტიკა, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობა, სამოქალაქო საზოგადოება, გერმნულ-ქართული ურთიერთობები და სხვა მსგავსი საკითხები;
  • სრულყოფილად ფლობდეს ინგლისურ ენას.
ვალდებულება: 
გერმანიაში სასწავლო ვიზიტის დასრულების შემდეგ, პროგრამის მონაწილეს ვალდებულება აქვს, გამოაქვეყნოს მის მიერ მომზადებული დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების საკითხებთან დაკავშირებული მცირე კვლევა,  მითების დეტექტორის ვებ-გვერდზე, ასევე იმ მედია საშუალებაში, რომელსაც თავად წარმოადგენს. 

"მითების დეტექტორისთვის” მომზადებული მასალა შესაძლოა, წარმოდგენილი იყოს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე, რომელთა თარგმანს რედაქცია თავად უზრუნველყოფს. 

განაცხადის გასაკეთებლად პროგრამაში მონაწილეების მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია და გამოაგზავნეთ შემდეგი საბუთები:
  • დეტალური რეზიუმე (CV);
  • სამოტივაციო წერილი, რომელიც ასახავს თქვენი ინტერესების სფეროს, საკვლევ საკითხს და მისი განხორციელების გზებს (მაქსიმუმ 500 სიტყვა)
  • აპლიკაცია: https://forms.gle/cNWW6heiJev7ePR3A
განაცხადის წარდგენა ხდება ინგლისურ ენაზე. დოკუმენტები გამოაგზავნეთ მისამართზე info@mdfgeorgia.ge  და ელექტრონული ფოსტის საგნის გრაფაში მიუთითეთ: "ქართველი და გერმანელი ჟურნალისტების გაცვლითი პროგრამა”. 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 15 სექტემბერი 

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. გერმანიაში  მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებს პროგრამა დააფინანსებს. მედიის განვითარების ფონდი მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს დაუკავშირდება. 
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე
ტელ: 2 11 20 26.
__________________________
ყურადღება!
კოვიდ-19-ის ეპიდემიასთან  დაკვშირებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა  პროექტი ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს.
პროექტის ფარგლებში მედიის განვითარების ფონდი და მისი პარტნიორი გერმანული ორგანიზაცია Deutsche Gesselschaft კოვიდ-19-ის ეპიდემიასთან დაკავშირებულ საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფოების რეგულაციებსა და კომპედენტური ორგანოების რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ. პროექტისათვის მონაწილეების ჯანმრთელობა მთავარი პრიორიტეტია.
უკან