დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
SSKTW
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 15 მარ 2021

დარეგისტრირდი სემინარზე და ისწავლე ყალბი ინფორმაციის გადამოწმება!

მედიის განვითარების ფონდი (MDF) აგრძელებს სემინარების  სერიას "გაზომე სიმართლე". 
  • გაინტერესებს როგორ გაარჩიო ყალბი ინფორმაცია რეალურისგან? 
  • გსურს ისწავლო, როგორ გადაამოწმო ყალბი ფოტო და ვიდეო? 
  • იოლად შეძლო ინტერნეტ-ტროლების ამოცნობა? 
  • განივითარო გეოლოკაციის მეშვეობით ფაქტების დადგენის უნარები?
მაშინ, დარეგისტრირდი შემდეგ ბმულზე, ჩაერთე ჩვენს სემინარებში და მიიღე მონაწილეობის ელექტრონული სერტიფიკატი.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 24 მარტი.

რენინგები გაიმართება ონლაინ 1-2 აპრილს. ტრენინგის ხანგრძლივობა თითო დღეს არის 2 საათი.

ტრენინგის მონაწილეებიბ მიიღებენ სერტიფიკატებს.

მედიის განვითარების ფონდი დამატებით დაუკავშირდება შერჩეულ აპლიკანტებს და მიაწვდის ინფორმაციას ტრენინგის ჩატარების დროს და ელექტრონული ფორმატის შესახებ.


დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე 
ტელ: 558323030.
უკან